15 წლის ორსული გოგონას 28 წლის მეუღლეს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

15 წლის ორსული გოგონას მეუღლე, 28 წლის ბიჭი შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს.
მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 140- მუხლით (სქესობრივი კავშირს 16 წელს მიუღწეველთან) აღიძრა.
ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამბავი ერთ-ერთმა გადაცემამ გააშუქა.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გოგონამ ცხრა კლასის შემდეგ სწავლა შეწყვიტა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მალე ერთი წელი გახდება, რაც ოჯახი შექმნეს.

“ერთმანეთი ტელეფონით გაიცნეს და დაახლოებით ერთი წელი შეყვარებულები იყვნენ. არ ვიცოდით თუ ეს კანონი უნდა მიეღოთ, თორემ არ მოიყვანდა, ხელს არ შევუწყობდით. იმიტომ მოვუწადინეთ, რომ რვა შვილის დედა ვარ, 12 შვილიშვილის ბებია, მეცამეტე შვილიშვილიც მინდოდა. პოლიციაში 25 თებერვალს დაგვიბარეს. გოგო ექვსი თვის ფეხმძიმეა, სოციალურად დაუცველები ვართ. ჩემი შვილი რომ დააკავონ, როგორ უნდა შევინახოთ ბავშვი, რა უნდა ვქნათ, მეც ინვალიდი ვარ. ჩემო ოჯახი მთლად დაიღუპება.“- განმარტავენ ოჯახის წევრები.

11 პრიმა 140-ე მუხლი 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს საგარეჯოს შს რაიონული სამმართველო იძიებს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანი საქართველოსთვის მოსაწოდებელი ბუნებრივი აირის მოცულობას ზრდის
შემდეგი სტატიათბილისში შესაძლოა, რუსული კომპანია “Группа ГАЗ”-ის ავტობუსები შემოიყვანონ