ირმა ინაშვილი: გამოძიება დაიწყო…ნურავინ შეეცდება პროკურატურაზე ზეწოლას

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის განმარტებით საგარეჯოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

“გამოძიება დაიწყო. ვიმეორებ: ნურავინ შეეცდება პროკურატურაზე ზეწოლას. არ გამოვა ეს ზეწოლა. პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევ დამშვიდებას, რომელიც ამ დანაშაულში პირდაპირი მხარეა- რესპუბლიკური პარტიის ლიდერია. მეორე- პარლამენტის თავმჯდომარე სუბიექტურია. ის არჩევნების გამყალბებელი თავდაცვის მინისტრის მეუღლეა. მესამე- ორივე მინისტრს დავუმტკიცებ, რომ გააყალბეს არჩევნები. მეოთხე- საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თემა არ ეხება მარტო ირმა ინაშვილს. ეს ეხება ქვეყნის მომავალს, ამიტომ დავით კომუნისტინმა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მიხედოს და დაანებოს თავი ცოლისა და ცოლის თანამზრახველის- გარემოს დაცვის (ასევე, არჩევნების გამყალბებელი მინისტრის) საჯარო დაცვას”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები მართლები არიან სინდისთან, კანონთან და საკუთარ ამომრჩეველთან. ამის შესახებ უსუფაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, პროკურატურამ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმე შეკითხვას დაუსვამს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ისინი პასუხს გასცემენ.

banner
წინა სტატიაშილია გიგაური: ნუ იფიქრებენ ცალკეული ჯგუფები, რომ მხოლოდ მათ ედარდებათ მომავალი თაობა
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4713 ლარი გახდა