“იმედი მაქვს, რომ ჩატარდება სრულყოფილი გამოძიება”-იან კელი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება

იან კელი

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

„როდესაც მე შევიტყვე ამ საშინელი თავდასხმის შესახებ შოკირებული დავრჩი, პირველი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვიფიქრე და როგორც ვიცი მისი ჭრილობები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, რის გამოც ყველა მოხარულები ვართ. მე ვიცნობ ალექსს, ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, არის ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი დამცველი. იმედი მაქვს, რომ ჩატარდება სრულყოფილი გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ დანაშაულზე პასუხისგებაში მიეცემა. მოვუწოდებ ყველას შეინარჩუნონ სიმშვიდე და მივცეთ გამოძიებას მუსაობის საშუალება,“-აცხადებს იან კელი.

banner
წინა სტატიაშისხვისი კუთვნილი 7 000 დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება