საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ანა დოლიძეზე კომენტარის გაკეთებისას შემდეგ განცხადებას აკთებს.
“ის როგორც იურისტი, ალბათ, თავისი კვალიფიკაციით კითხვის ნიშნებს არ ბადებს, თუმცა, მე ზოგადად მიმაჩნია, რომ მოსამართლეობა არის ყველაზე უფრო გამოკვეთილი და საპატიო საქმიანობა ნებისმიერი იურისტისთვის. მე პრეტენზია არასდროს მექნება მოსამართლეობაზე, იმიტომ, რომ მგონია, რომ მოსამართლეს განსაკუთრებული ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა და განსაკუთრებული ისეთი თვისებები სჭირდება როგორც იურისტს. პირადად მე თავს შევიკავებდი ასეთი საქმიანობისგან. ქალბატონ ანას მოვუსმენთ ალბათ და ჩამოვყალიბდებით,” – აცხადებს ფოფხაძე.