„საქართველოს ევროპული გზები” წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

24 თებერვალს, ქ.ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზები” პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი წარმოადგენს ცნობილი ავტორების მიერ მომზადებული ესეების კრებულს, რომელიც მკითხველს უზიარებს საქართველოს ევროპული კუთვნილების თავისებურებებს, ხსნის საქართველოს სწრაფვას დაუბრუნდეს ერთიან ევროპულ ოჯახს. წერილებში აღწერილია ევროპის პოლიტიკურ-კულტურული და ესთეტიური კავშირები ქართულ საზოგადოებასთან.
ევროპარლამენტარი კლერ მუდი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი ბერნარდ ქული, წიგნის რედაქტორი ზურაბ ქარუმიძე, ერთ-ერთი ავტორი ქეთევან კინწურაშვილი ევროპარლამენტარებსა და ღონისძიების სხვა სტუმრებს ევროპულ-ქართული ისტორიულ და თანამედროვე ეთნო-კულტურულ მსგავსება-განსხვავებას გააცნობენ და პრეზენტაციის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხებენ.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“დღეს არ არის ტრაგიკული დღე, დღეს არის გამარჯვების დღე,”- ალექსი პეტრიაშვილი