ეკა ბესელია “ნაციონალებს” ურჩევს, ჩამოყალიბდნენ, თბილისში გამართული საკომიტეტო სხდომები კონსტიტუციურია, თუ არა

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ურჩევს, ჩამოყალიბდნენ, თბილისში გამართული პარლამენტის საკომიტეტო სხდომები კონსტიტუციურია, თუ – არა.
ამის თაობაზე ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიმართვას გაეცნო, რომ კომიტეტის დღევანდელ სხდომას მისი გამართვის არაკონსტიტუციურობის გამო არ დაესწრებოდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზოგჯერ თვლიან, რომ ეს შენობა კონსტიტუციურია და სხდომებს ესწრებიან, დღეს ისევ გადაწყვიტეს, რომ ისევ არაკონსტიტუციურია. როცა ესწრებიან – კონსტიტუციურია, როცა არ ესწრებიან – არაკონსტიტუციური. ვერ შეთანხმდნენ, რა ტიპის წერილები უნდა აგზავნონ. მათ გამოუცხადებლობას საპატიოდ არ ვთვლით”, – განაცხადა კომიტეტის დაწყებამდე ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიქუვეითმა საქართველოდან პირუტყვის იმპორტი აკრძალა
შემდეგი სტატია„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს