მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივლებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვედიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თავმჯდომარეობიდან მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება დარღვევებით მიიღო.

მამუკა ახვლედიანმა ტესტების წინასწარ გამჟღავნების შესახებ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასრულებულ მოკვლევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა პროკურატურა ამ თემასთან დაკავშირებით უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეს და პარლამენტში ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც არ გამორიცხავს.

„როგორ ჩაატარეს მოკვლევა, რა ფორმით და რა უფლება ჰქონდათ რომ ტერმინი – მოკვლევა, მგონი, შევარდნაძის ბოლო წლებშიც აღარ იყო ეს სიტყვა. ჩემთვის გასაკვირია, როდესაც საბჭოს მდივანი, რომელიც არის იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, თვითონვე ახდენს თავის კომისიაში, კომისიის გარეშე ე.წ. მოკვლევას და შემდგომ კაცმა არ იცის რა მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში, როგორ გამოარკვია ეს საკითხები, როდესაც ამ საკითხში ჩართულია სასამართლო სისტემის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოკითხა ეს ხალხი, თუ როგორ გაიგო, რომ არავინ არის ჩართული ამ საკითხებში. მე ვერცერთ ადამიანს ხელს ვერ დავადებ, იმიტომ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით არ ვიცი, შეიძლება არამარტო ერთი, ბევრიც იყოს ჩართული. მე ძალიან მაინტერესებს რატომ იყო დუმილი 3 თვის განმავლობაში ამ საკითხებზე და რა მოიკვლია საბჭომ, ბევრი დარღვევა იყო ამ გამოცდების პერიოდში. როცა უზენაიესი სასამართლოს თვამჯდომარე და მოსამართლეებია ჩართული, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს პროკურაუტურა და პარლამენტში ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაც არ გამოირიცხება“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადააყენა.

banner
წინა სტატიაშისირიაში არჩევნები 13 აპრილს გაიმართება
შემდეგი სტატიაქუვეითმა საქართველოდან პირუტყვის იმპორტი აკრძალა