გატაცებული გოგონას ოჯახის წევრებმა თბილისი-რუსთავის გზატკეცილი გადაკეტეს

ორი დღის წინ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრებმა ფონიჭალაში აქცია გამართეს.

გატაცებულის ოჯახის წევრები პოლიციას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათივე განცხადებით, სამირა ბაირამოვა ამ დროისთვის, სავარაუდოდ, მარნეულშია გადაყვანილი.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამირა ბაირამოვა სამი დღის წინ ოთხმა პირმა გაიტაცა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. როგორც ცნობილია, გამტაცებელი არასრულწლოვანია.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, პოლიციისთვის უკვე ცნობილია, თუ რომელი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ გამტაცებლები.

banner
წინა სტატიაშიბერლინალეს გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატია,ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ყველას ველოდებით სვანეთში”