თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა იყოს განსხვავება კარგ და ცუდ ტერორისტებს შორის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩაუშოღლუს განცხადებთ, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის პოზიციები თურქეთის პოზიციებს ემთხვევა.

ამის შესახებ, თურქეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან სამმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჩავუშოღლუს განცხადებით, საქრთველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტერბმა, ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარება გამოთქვეს.

„ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლა ითვალისწინებს იმას, რომ არ უნდა იყოს განსხვავება კარგ და ცუდ ტერორისტებს შორის. სეკულარული ტერორიზმი უფრო კარგია, რადუიკალური ცუდია – ეს მიდგომა არასწორია. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ის “დაეშის” მიერ არის ჩადენილი“, – აღნიშნა თურქეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა.

კითხვაზე ბოლო დროს ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამომავლო პროექტები ხომ არ შეფერხდება, მევლუთ ჩაუშოღლუმ აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის.

banner
წინა სტატიაშიხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს გამოკითხულთა 31% დაუჭერდა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანილიძე: ტერორიზმი მსოფლიო მასშტაბის საფრთხეა, თუმცა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვართ