75 ქვეყნისგან შექმნილი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საქართველომ საფრანგეთისგან გადმოიბარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ შეხვედრაზე, სადაც საქართველომ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადმოიბარა, ისაუბრა იმ ოთხ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომელზეც მთავრობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, რათა ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ მიზნებს მიაღწიონ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველ არხს განუცხადა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე გადმოაბარა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა და საქართველო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციას.

პრემიერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ ოთხ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას, რომელზეც ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც თანათავმჯდომარეები არიან ამ ორგანიზაციაში, უნდა ვიმუშაოთ, რათა მივაღწიოთ ამ ოთხ მიზანს.

პირველი, ეს არის კრეატივის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, სახელმწიფო რეფორმებში და სამოქალაქო საზოგადოებასთან უფრო ფართო მუშაობა.

მეორე, კორუფციასთან ბრძოლა, რასაც ყოველდღიური მუშაობა სჭირდება, მესამე – სახელმწიფო სერვისები, პრემიერმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც უკვე სოფლებშიც კი

მისაწვდომია სწრაფი სახელმწიფო სერვისები და გვაქვს ასევე ბიზნესსახლის ინიციატივა.

მეოთხე მიზანი კი არის ის, რომ ჩვენ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ თავმჯდომარე გახდა. 75 ქვეყნისგან შექმნილი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საქართველომ საფრანგეთისგან გადმოიბარა. ცერემონიას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიქურთისტანის ახალი სახელმწიფო – იმედები და საფრთხეები
შემდეგი სტატიარუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და პირდაპირ მონაწილეობს ომში აღმოსავლეთ უკრაინაში