75%: პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 75% თვლის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 55% მიიჩნევს, რომ პარლამენტში დეპუტატი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს. ამდენივე, 55%, ფიქრობს, რომ ის აქტიური იქნება, ხოლო 41% თვლის, რომ მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს.
კითხვაზე – რას მოელით პარლამენტის წევრისგან, თბილისში პასუხები ასე გადანაწილდა:
იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის – 74%
ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს – 60%
ის აქტიური იქნება – 56%
ის თქვენს ინტერესებს დაიცავს – 39%
NDI-მ და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2,298 პირი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი