,,ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ ავარიდოთ კიდევ ერთი ტალღა პოპულისტური დაპირებების”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ქართული ოცნების მხრიდან 2012 წელს გაცემულ დაპირებებს “პოპულისტურსა” და “შეუსრულებელს” უწოდებს.

როგორც მან გადაცემა არჩევანში განაცხადა, საბანკო სექტორთან მიმართებაში მოსახლეობისთვის გაცემული დაპირებები შეუსრულებადია.

„შეუძლებელია, მსოფლიოში არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, სადაც ეს გაკეთებულა. სადაც გაკეთებულა იმ ქვეყნებს გაუკეთებიათ ცუდად,“ – აცხადებს გიორგი ქადაგიძე და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი აარიდონ ჭარბი პოპულიზმით სავსე დაპირებების გაცემას.

„ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდები ყოველთვის ხასიათდება ჭარბი პოპულიზმით და არც მანამდე და არც მომავალში არ იქნება გამონაკლისი. ჩვენ შევდივართ სამწლიან საარჩევნო ციკლში ანუ მომდევნო სამი წლის მანძილზე სულ იქნება არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ ავარიდოთ კიდევ ერთი ახალი ტალღა პოპულისტური დაპირებების,“ – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
მანვე ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამ შეცდომაზე, რაც, მისი თქმით, 250 მილიონი დოლარის დანაკლისს წარმოადგენს. ესენია: სავიზო რეჟიმის დაწესება, მიწის პრივატიზების კანონი და სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„პირველია სავიზო რეგულაციები და მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან სავიზო რეგულაციების გამკაცრებამ გამოიწვია, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის დანაკლისი. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე მთლიანი ღვინის ექსპორტი იყო 2015 წელს. ეს გადაწყვეტილება ტოლფასია იმის, რომ ვინმე მისულიყო და ყველა ღვინის ბოთლი დაემტვრია, რაც გავიდა ექსპორტზე,“ – აცხადებს გიორგი ქადაგიძე, რომელიც მიესალმება ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებას და იმედოვნებს, რომ ასევეთივე გადაწყვეტილებას ხელისუფლება ჩინეთთან და ეგვიპტესთან მიმართებაშიც მიიღებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდები მიწის პრივატიზების კანონის მიმართულებითაც.

https://youtu.be/CSrd_n9QgIA

banner
წინა სტატიაშითეირანი და თბილისი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში შეიძლება გამყარდეს და ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს ლარი?!- ქადაგიძის პროგნოზი