გიორგი კვირიკაშვილი: დამწყები ბიზნესისთვის სპეციალური დაფინანსების მექანიზმი აპრილ-მაისში ამოქმედდება

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და მიკრომეწარმეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო “რედისონში” გააკეთა, სადაც საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.
“ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ დიალოგის ფორმატი და მასში ჩაერთოს არაცნობადი სახეებიც. ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ძალიან წვრილი ბიზნესით არიან დაკავებულები და აუცილებლად ამ შეხვედრას ასეთი შეხვედრებიც მოჰყვება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველამ დიალოგში ჩართულად იგრძნოს თავი.

პრემიერის განმარტებითვე, დამწყები ბიზნესისთვის სპეციალური დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება მიმდინარე წლის აპრილ-მაისში იგეგმება. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საგადასახადო რეფორმების ბლოკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დამწყები ბიზნესისთვის სპეციალური დაფინანსების მექანიზმების შექმნა.
“ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს საკითხი და ალბათ სულ რამდენიმე კვირა დასჭირდება იმას, რომ ამ საკითხის გამოტანაც მოვახერხოთ იმისთვის, რომ უკვე ფაქტობრივად დაახლოებით აპრილ-მაისში ეს მექანიზმში ამოქმედდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ბრიუსელში “ისლამური სახელმწიფოს” ათი პროპაგანდისტი დააკავეს
შემდეგი სტატია(video)შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს