“თუ ჰააგის ტრიბუნა იტყვის, რომ საქართველოში ეთნიკური წმენდა მოხდა, ეს კონფლიქტის მოგვარებისთვის სასარგებლო იქნება”

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, თუ ერთხელ და სამუდამოდ, ჰააგის უმაღლესი ტრიბუნა იტყვის, რომ 2008 წელს საქართველოში მოხდა ეთნიკური წმენდა, ეს კონფლიქტის მოგვარებისთვის სასარგებლო იქნება.

ამის შესახებ ხიდაშელმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ რა გვაინტერესებს და რა გვინდა ერთია, მაგრამ ახლა მთლიანად სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო როგორც ყოველთვის, ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში მზად არის თანამშრომლობისთვის. ერთხელ და სამუდამოდ ასეთ მაღალი ტრიბუნა თუ იტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა ეთნიკური წმენდა, რაც სრულიად ნათელია და ხელის გულზე დევს, ეს ყველაფრისთვის სასარგებლო იქნება, მათ შორის კონფლიქტის მოგვარებისთვის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს შეხვდა