ივანიშვილის თქმით, მისი რეზიდენციისთვის გიგანტური ხეები ჩილეშიც იყიდა

ციხისძირში ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე აქციის მონაწილეები შეხვედრას მართავენ. ივანიშვილი ყველა იმ პირის, ვინც ციხისძირიდან ურეკში გიგანტური ხეების გადატანას აპროტესტებს, პირადად ესაუბრება და იმ მოქალაქეების კითხვებს პასუსხობს, რომლებიც ციხისძირიდან ურეკში გიგანტური ხეების გადარგვას აპროტესტებენ.

პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, ივანიშვილი აქციის მონაწილეებს დაეთანხმა, რომ ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს და ხეების გადარგვის პროცესი კანონის სრული დაცვით უნდა წარიმართოს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რეზო ხარაზმა, ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ხეების გადარგვაში დახარჯული სოლიდური თანხით ციხისძირის მცხოვრებთა პრობლემების მოგვარება შეეძლო, მათ შორის კომუნალური პრობლემების, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, პეტრე ზამბახიძემ, რუსთავი2-ს განუცხადა, ივანიშვილმა მათთან საუბრისას დაადასტურა, რომ ასწლოვანი გიგანტური ხეები პირად საკუთრებაში მიაქვს.

„გვითხრა, რომ გიგანტური ხეები მისი გატაცებაა და მათ მთელს მსოფლიოში ყიდულობს, მათ შორის ჩილეშიც. შემდეგ კი ურეკში მისივე საკუთრებაში გადააქვს. ეს ყველაფერი კი ძალიან ძვირი უჯდება. ჩვენ მას ვუთხარით, რომ ამ მილიონების სანაცვლოდ შეუძლია, ასობით სოციალურად დაუცველ ადამიანს მოუგვაროს პრობლემები. ასევე დაეხმაროს იპოთეკით დაზარალებულებს, რომლებიც სახლკარის გარეშე რჩებიან.“ – განუცხადა რუსთავი2-ს პეტრე ზამბახიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიუახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა +19 გრადუსამდე მოიმატებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ფატუ ბენსუდას შეხვდა