გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბნეტში ცვლილებები არ იგეგმება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “Reuters”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ შევთანხმდით მთავრობის რეფორმების გეგმის მთავარ სტრატეგიულ საკითხებზე. ვინაიდან სტრატეგიულ საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ და მთავრობა ხდება უფრო ეფექტიანი ამ რეფორმების წარდგენაში, მე არ მაქვს გეგმები, შევცვალო არსებული მინისტრთა კაბინეტი”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძე – ჩანს, რომ საკონსტიტუციო კომისია არაფრის შემქმნელი არ არის
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებას მიუღებლად მიიჩნევენ