74 % ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს – NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო საზოგადოებრივი აზრს კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია.

კვლევის მიხედვით, ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 74 % უჭერს მხარს. მოქალაქეების 55 %-სთვის ეს სრულად არის მისაღები.

„ამავდროულად, სომხური დასახლებების მოსახლეობის ნახევრისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 2814 %- სთვის მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს მხარდაჭერა აზერბაიჯანულ დასახლებებშიც დაბალია, იქ ეს არა მხარდაჭერის ნაკლებობით, არამედ მაღალი “არ ვიცი” პასუხით (41 14 %) არის განპირობებული- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ გამოიკითხა 2,927 რესპოდენტი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს
შემდეგი სტატიაეს იყო რეპეტიცია – 2020-ში ძალიან მძიმე არჩევნები გველოდება – სალაძე