ქართველი მუსიკოსები გიორგი ჩარქსელიანის დასახმარებლად ერთიანდებიან

11 თებერვალს, 19:00 საათზე 1 წლის გიორგი ჩარქსელიანის დასახმარებლად, Night Office-ში ცნობილი ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას იღებენ – Young Georgian Lolitaz (ჯგუფი, რომელიც წელს ევროვიზიაზე წარადგენს საქართველოს), რეზო კიკნაძე ბენდთან ერთად, დაგდაგანი, The Mins, თერიკა, Kazzy Jazz და სხვები. კონცერტის მხარდამჭერია კლუბი Night Office.

გიორგი ჩარქსელიანს იაშვილის სახელობის კლინიკაში თავის ტვინის ინფრატენტორური ნაწილის გაურკვეველი ხასიათის სიმსივნე და ობსტრუქციული ჰიდროცეფალია დაუდგინეს. გიორგის სასწრაფოდ ესაჭიროება სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია თურქეთში ან გერმანიაში, ოპერაციისთვის საჭიროა 35 000 დოლარი.

გიორგის დახმარება ასევე შესაძლებელია wehelp.ge-ზე პროექტების განყოფილებაში http://wehelp.ge/view/content.php?id=139

banner
წინა სტატიაშისან დიეგოს უნივერსიტეტის განცხადებას ავრცელებს!
შემდეგი სტატიასახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა