“ხიდაშელმა საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა”

ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ–გოგი თოფაძე

“წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა,”- ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა გოგი თოფაძემ გაზეთ საქართველო და მსოფლიოსთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ხიდაშელის რეპლიკაზე პასუხის გაცემა სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას თოფაძის სკანდალის შემდეგ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან იკითხა ისევ პარლამენტის წევრი იყო თუ არა თოფაძე.

თავდაცვის მინისტრის ამ რეპლიკას თოფაძემ ინტერვიუში კითხვითვე უპასუხა:
„რა, ქალბატონი თინა დღემდე თავდაცვის მინისტრია?“ მისივე თქმით ხიდაშელმა საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში სამინისტროს რესურსი გამოიყენა.

„ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა,“-აცხადებს გაზეთთან საუბარში გოგი თოფაძე.

banner
წინა სტატიაშიფოთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატია“ერთ თვეში შევძლებთ, ცენტრალურ აფრიკაში მომხდართან დაკავშირებით, სრული სიმართლე დავდოთ მაგიდაზე”