,,ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, მაკა ასათიანის გარდა, თანხა “მაესტროში” არავის შემოუტანია”

ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, მაკა ასათიანის გარდა, თანხა “მაესტროში” არავის შემოუტანია, – ამის შესახებ “მაესტროს” დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა – ფინანსდებოდა თუ არა “ქართული ოცნების” მხრიდან “მაესტრო” არჩევნების პერიოდში.

ბაია გადაბაძის თქმით, არჩევნების დროს არც “ქართულ ოცნებას” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” ტელეკომპანიაში 1 ლარიც არ ჩაურიცხავს.

“მანამდე ბიძინა ივანიშვილი ყველას დაეხმარა ფინანსურად და ეს კარგია, თუ დაეხმარა, მან გაიმარჯვა კიდეც არჩევნებში. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში კი, მაკა ასათიანის გარდა თანხა არავის შემოუტანია ტელეკომპანიაში”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

“მაესტროს” ერთ-ერთი პარტნიორის, ბაჩო კიკაბიძის თქმით კი, იმ პერიოდში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას ცდილობდა, თანხები ყველა ტელეკომპანიაში ჩარიცხა, გარდა “რუსთავი 2”-ისა.

“ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სრულიად მედია ფინანსდებოდა, გარდა “რუსთავი 2”-ისა. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკურ სივრცეში შემოდიოდა. თუმცა ბოლო არჩევნების დროს “რუსთავი 2″-ში ყველაზე მეტი სარეკლამო სახსრები ჩაიდო”, – განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

banner
წინა სტატიაშისამხედრო-პოლიტიკური ვითარება სირიაში
შემდეგი სტატიაუახლოეს პერიოდში მედიკამენტები, სავარაუდოდ, 30 %-ით გაიაფდება