აჭარაში სწრაფი გადახდის სამი აპარატი გატეხეს. ორი “ფეიბოქსი” ხელვაჩაურში დააზიანეს ბათუმში კი აპარატიდან თანხა წაიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევით.
სწრაფი გადახდის ერთი აპარატი ბათუმში, ხახულის ქუჩაზე გაქურდეს, რაზეც საქმე აღძრულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდობას.
რა ოდენობის ზარალი მიადგა მეწარმეებს, ჯერჯერობით უცნობია.