,,73-ვე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს “ქართული ოცნება” მოიგებს”

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს სახელისუფლო კანდიდატი მოიგებს.
“ყველა მაჟორიტარულ ოლქს “ქართული ოცნება” მოიგებს – 73-ვეს მოიგებს. 50%-იანი ბარიერის გათვალისწინებით სხვა პარტიები მეორე ტურს ყველგან წააგებენ. 50%-ს ვერ აგროვებენ. ჩვენ ხმების 50%-ს მეორე ტურში კი არა, ზოგიერთ ოლქებში პირველივე ტურში დავაგროვებთ. ამ სისტემაში საკუთარი ამომრჩევლების მხრიდან როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს “ნაციონალურ მოძრაობას”, ის ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქს ვერ მოიგებს. ვარკვლავებს არც სხვა ოპოზიციური პარტიები წყვეტენ”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ლევან ბერძენიშვილმა.
ამასთან, ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ “თავისი შანსები აქვთ “თავისუფალ დემოკრატებს” და ისინი მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ”.

banner
წინა სტატიაშიმუქარა და შანტაჟი სოფელ მუღანლოში
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში საქართველოს შესახებ მსჯელობა გაიმართება