73 წლის ნორა ცინცაძის საქმის განხილვა 12 იანვრამდე გადაიდო – “ტროტუარის საქმე”

ტროტუარის საქმე – მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 73 წლის ნორა ცინცაძის საქმის განხილვა გადადო.

შსს-ის მტკიცებით, პენიონერმა აქციაზე ტროტუარზე დგომით შეაფერხა რუსთაველზე ქვეითად მიმავლების გადაადგილება.

მოსამართლემ შსს-სგან ზედხედით გადაღებულ ხანგრძლივი კადრი მოითხოვა.

ადვოკატის თქმით, ნორა ცინცაძე იქვე ახლოს, ტაბიძის ქუჩაზე ცხოვრობს, სეირნობდა ქუჩაში და პარლამენტთან ნაცნობებთან გაჩერდა. მოსამართლემ ნორა ცინცაძეს უთხრა, რომ ის ორჯერ არის სახდელდადებული შსს-ს მიერ, ამ წლის თებერვალსა და მარტში და 5000-5000 ლარით არის დაჯარიმებული. 73 წლის პენსიონერმა ქალმა ეს სასამართლოში გაიგო და აღნიშნა, რომ არანაირი ცნობა ჯარიმების შესახებ აქამდე არ მიუღია.

banner
წინა სტატიაში“გადაეცი ვლადიმირ ვლადიმირის ძეს, რომ მისთვის ვლოცულობ” – ილია მეორის დანაბარები, პუტინს თინა კანდელაკმა გადასცა
შემდეგი სტატიაბებიის მძევლად აყვანისთვის, შვილიშვილს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება