მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ იუსტიციის საბჭომ დისციპლინარული დევნა დაიწყო

????????????????????????????????????

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დისციპლინარული დევნა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო აიპრესს მამუკა ახვლედიანმა განუცხადა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მომხდარს მოსამართლეების გაფრთხილებად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი მოსამართლეთა კორპუსის მიმართ, რომ განსხვავებული აზრის გამო ისინი დაისჯებიან.

„ეს არის გზავნილი სხვა მოსამართლეებისთვის, რომ მათ ხმა არ ამოიღონ და დამოუკიდებელი და განსხვავებული აზრი არ დააფიქსირონ. ეს არის ძალიან ცუდი და საგანგაშო. ჩვენ ამ პროცესს სიღრმისეულად დავაკვირდებით და შევეცდებით, რომ გამოვავლინოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ორივე მხარის პოზიციები,“ – განცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი ამ ეტაპზე არანაირი კომენტარი არ კეთდება.

banner
წინა სტატიაშიჩოლოქის წყალსაცავში 37 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაათენში გრიპის ვირუსით 34 წლის ქალბატონი გარდაიცვალა