გოგი თოფაძე: ბატონ ბიძინამ ცოტა მისაყვედურა, არ უნდა გეთქვა ასე მკვახედო

გოგი თოფაძის თქმით, საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების გამო მას ბიძინა ივანიშვილმა უსაყვედურა.
„ჩემი გამოსვლის შემდეგ ველაპარაკე ბატონ ბიძინას და ნაწყენი იყო, ცოტა მისაყვედურა ნორმალურ ფარგლებში. მითხრა რომ არ უნდა გეთქვა ასე მკვახედო, მაგრამ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე ყველაფერს ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ. როცა ჩემი ქვეყნის შეფასებას ასე აკეთებენ მას ყოველთვის მკაფიოდ გამოვეხმაურები.

რომ არა ბიძინა მე ღრმად ვარ დარწმუნებული 100 კანდიდატურა რომ ყოფილიყო პრეზიდენტზე, ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი 99-ეც ვერ გახდებოდა.“- განაცხადა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში.

თოფაძე მისი პარლამენტიდან წასვლის მოთხოვნით გამართულ აქციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ ადამიანების რაოდენობა ვისაც მისი განცხადება არ მოეწონა მცირეა. როგორც თოფაძემ აღნიშნა მას განცხადების გაკეთების შემდეგ ტელეფონზე ბევრი ადამიანი ურეკავდა და მის განცხადებას დადებითად აფასებდა.

banner
წინა სტატიაში„მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგიტრირების თაობაზე რეესტრში განცხადება შესული ამ დრომდე არ არის
შემდეგი სტატიამელუდე დეპუტატის ხარაკირი, ანუ თოფაძე, როგორც „ოცნების“ თავის ტკივილი