„მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგიტრირების თაობაზე რეესტრში განცხადება შესული ამ დრომდე არ არის

საჯარო რეესტრში ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორის ცვლილების შესახებ განცხადება შესული არ არის. ცნობისთვის, პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე დირექტორად მის ძმას ლევან გაჩეჩილაძეს წარადგენს. 2016 წლის 1 თებერვლით დათარიღებული ამონაწერის თანახმად, შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორი კვლავ ეთერ (ბაია) გადაბაძეა. კომპანიის წილების 55%-ის მფლობელია გიორგი გაჩეჩილაძე, მაკა ასათიანი წილების 25%-ს ფლობს, მამუკა ღლონტი 15%-ს, ხოლო ეკატერინე აკობია 5%-ს. საჯარო რეესტრის თანახმად, ამჟამად შპს „სტუდია მაესტროსთან“ მიმართებით, მიმდინარეობს გადახდისუუნარობის, ანუ გაკოტრების საქმისწარმოება. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიაში მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას წილებს ყადაღა ადევს.

banner
წინა სტატიაში“მაესტროს” შენობაში დღეიდან მხოლოდ ის პირები შევლენ, ვისზეც საშვს ბაია გადაბაძე დაუშვებს
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე: ბატონ ბიძინამ ცოტა მისაყვედურა, არ უნდა გეთქვა ასე მკვახედო