“მაესტროს” შენობაში დღეიდან მხოლოდ ის პირები შევლენ, ვისზეც საშვს ბაია გადაბაძე დაუშვებს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

ტელეკომპანია მაესტროში დაცვა გააძლიერეს. შენობას დღეიდან კომპანია “მაგისტრის” დაცვის სამსახური იცავს. შენობაში შემოსვლის უფლება ექნებათ იმ პირებს, ვისზეც საშვს რეესტრში ამჟამად დირექტორად რეგისტრირებული ბაია გადაბაძე დაუშვებს.

მოქმედი დირექტორი ბაია გადაბაძე ამბობს, რომ ძმები, ლევან და გია გაჩეჩილაძეები, შენობაში ვერ შევლენ.

„თუ სტუმრად მოვა გადაცემაში ან ჩემთან სალაპარაკოდ, ბუნებრივია, მას შემოუშვებენ, მაგრამ თუ ის შემოვა შენობაში ტელევიზიის სამართავად, შენობა მას არ ეკუთვნის და ეს იქნება უკანონო. იმედი მაქვს, რომ ამაზე ლევანი არ წავა“, – განაცხადა გადაბაძემ.

“მაესტრო” ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მაუწყებლობას. ილია კიკაბიძე და ბაია გადაბაძე დღეს, 14:00 საათზე ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდებიან და ტელეკომპანიის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის პირველი კომენტარი გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე
შემდეგი სტატია„მაესტროს“ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგიტრირების თაობაზე რეესტრში განცხადება შესული ამ დრომდე არ არის