29 მიგრანტი ცოცხლად გაიყინა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2015 21:40

29 მიგრანტი ცოცხლად გაიყინა

იტალიის კუნძულ ლამპედუზთან 29 მიგრანტი ცოცხლად გაიყინა. ისინი ლიბიიდან იტალიაში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. აფრიკიდან იტალიაში მოხვედრის შედეგად მათმა სხეულმა ტემპერატურის ცვლილებას ვერ გაუძლო, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენცმა შემთხვევას კატასტროფული უწოდა და განაცხადა, რომ თანამედროვე ეპოქაში მსგავსი შემთხვევები მიუღებელია და ადამიანები ყინვისგან არ უნდა იხოცებოდნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” იუწყება, ბორანზე, სადაც მიგრანტები გაიყინნენ, სულ 160 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 131-ის გადარჩენა მოხერხდა. ახალგაზრდა ლიბიელი ქალის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა სიცილიელმა ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც შეძლეს. ბორანზე გატარებული 18 საათი კი 29 ადამიანისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ხმელთა შუა ზღვის მეშვეობით ლიბიიდან იტალიაში გადასვლა 170 000 მიგრანტმა მოინდომა, თუმცა მათგან 3 200 გარდაიცვალა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2015 21:40