გიორგი მარგველაშვილი: გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია

გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

“წელს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ. 25 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ წინა თაობების ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. თუმცა გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი საკუთარი გზის გაკვალვას გულისხმობს, სწორედ ესაა ჩვენი ისტორიული მიზანი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლებისათვის ბრძოლა კი გრძელდება. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არამარტო პოლიტიკურად დამოუკიდებელია, არამედ პოლიტიკურად თავისუფალიც. ეს არის სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, ეს არის ერთობა, სადაც ბატონობენ კანონები და არა ადამიანები. თავისუფალი საქართველო არის ერთადერთი საქართველო, რომელიც შეძლებს გაერთიანდეს არამარტო ტერიტორიულად, არამედ შინაარსობრივად, ქვეყანა, სადაც ერთმანეთს ხვდება ქართული წარსული, აწმყო და მომავალი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას უსმენენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა ზურაბ ჟვანიას ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო