პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას უსმენენ

მე ფიცი დავდე არა

საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ. პრეზიდენტი მოხსენებით ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან დაკავშირებით გამოდის.

საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სახელმწიფო მეთაურის მოსასმენად პარლამენტში 107 დეპუტატი მივიდა, რადგან რეგისტრაცია სწორედ ამ რაოდენობის პარლამენტარმა გაირა.

პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად პარლამენტში თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის გამოსვლას ესწრება უშუალოდ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პარლამენტში იმყოფებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პლენარულ სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც პარლამენტის ტრიბუნას საპასუხო გამოსვლებით ფრაქციების თავმჯდომარეები დაიკავებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ვართ სკოლის მოსწავლეებივით, უბრალოდ მსმენელის რანგში
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია