პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით დღეს მიმართავს

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვლენოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პირველი პლენარული სხდომა სწორედ პრეზიდენტის მიმართვით გაიხსნება. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა 14:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, მოხსენების შინაარსი შეეხება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას ფრაქციების ხელმძღვანელები დაიკავებენ. ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თითოეულ ფრაქციას გამოსვლისთვის 15 წუთი მიეცემა. სულ პარლამენტში 12 ფრაქციაა დარეგისტრირებული.

ქუთაისში ჩასვლას და პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაზე დასწრებას გეგმავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ქუთაისში სავარაუდოდ ჩავლენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს საქმეებში ჩარევის ახალ გეგმას აწყობს – აზერბაიჯანი სატყუარა გახდა
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ნარჩუნდება