27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

72 წლის პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს

5-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, ცნობილი პედიატრი და პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი საზოგადოებას ციხიდან წერილით მიმართავს. 72 წლის ექიმი მადლობას უხდის ოჯახს, კოლეგებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას თანადგომას უცხადებს.

„დიდი მადლობა ჩემს ოჯახს… ჩემს კოლეგებს – ექიმებს, პედაგოგებს, მეცნიერებს და საზოგადოების ყველა წევრს, რომელიც მიცხადებს თანადგომას. დიდი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ, მეიმედებოდით და მეიმედებით“, — წერს ჩახუნაშვილი.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილს 5-წლიანი პატიმრობა 19 ივნისს შეუფარდა. ის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე იყო ბრალდებული. პროკურატურა პედიატრს სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

banner
წინა სტატიაშიშირაქის ველზე მოსავლის აღებისას კომბაინი დაიწვა
შემდეგი სტატიატრაგედია თსსუ-ს კლინიკაში: შენობიდან გადმოვარდნილი ქალი ადგილზე გარდაიცვალა