რუსეთმა შესაძლოა თურქული პროდუქტების ემბარგო გააფართოვოს

რუსეთმა შესაძლოა, თურქული პროდუქტების ემბარგო გააფართოვოს. კერძოდ, “როსსელსხოდნადზორში” არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, გაფართოვდეს იმ თურქული საკვები პროდუქტების სია, რომელთა შეტანაც რუსეთში აკრძალულია. შეზღუდვები შეეხება ხილსა და ბოსტნეულს. რუსეთის ფიტოსანიტარულ სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთში 7,8 ტონა თურქული ჩერი-პომიდვრის შეტანა აღკვეთეს. ამას გარდა, “როსსელსხოდნადზორის” თანამშრომლებმა გელენჯიკის პორტში თურქეთიდან შეტანილი კომბოსტო დააკავეს. რუსეთმა თურქეთის მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომები 1 იანვრიდან აამოქმედა. დოკუმენტის თანხმად, თურქეთიდან რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის გარკვეული სახეობის იმპორტი აიკრძალა. შეზღუდვები ასევე შეეხო ფრინველის ხორცს, მიხაკსა და მარილს.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების 24 ნოემბერს რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშინეპალელმა 138 ფანქარი ჩაიდო პირში
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აშშ-ში იმყოფებიან