გიორგი მარგველაშვილი ლავროვის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს

ლავროვის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას საქართველოს პრეზიდენტი თავს არიდებს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი დღეს ლავროვის განცხადების საპასუხოდ პანკისში ჩავიდა.

„მე არ ვაპირებ ლავროვის კომენტირებას,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დღეს პანკისში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა.

„მე ვარ პანკისის ხეობაში, სადაც ჩემთან ერთად არიან ევროკავშირის და ამერიკის ელჩები. შეგიძლიათ, ვნახოთ, როგორი სიმშვიდეა აქ,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტი რუსეთის პირველ დიპლომატთან არც შეხვედრას აპირებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ ასეთი საუბარი შედგა, ეს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მოხდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა პანკისის ხეობა უკვე დატოვა
შემდეგი სტატიაზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები საქართველოს მოქალაქეობის დატოვებით იმუქრებიან