შსს-მ გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე 239-ე მუხლითაა აღძრული, რაც ხულიგნობას გულისხმობს. საქმეზე დაკავებულები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხმაური და დაპირისპირება იყო გარდაბანში -ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ის ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ნაციონალების განცხადებით ნომერ მე-2 საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ.

ამ ინციდენტის შემდეგ პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, რომელიც ადგილზე მანამდეც იმყოფებოდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის განცხადებით ნიღბიანების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და შემურაცხმყოფელი საქციელის მიუხედავად რეაგირებას არ ახდენდა.

ნაციონალური მოძრაობა ასევე განმარტავს, რომ ტერიტორიაზე შეიარაღებული პირებიც მოძრაობდნენ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა რუსეთი ევროპის უსაფრთხოების კრიზისში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძის თქმით ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა