შალვა ნათელაშვილი: იმ კვირიდან ვიწყებთ მამხილებელ აქციებს ყაჩაღი ბანკირების წინააღმდეგ

ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სისივნე ჰქვია

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რაიმე ობიექტური მიზეზი ვალუტის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ გააჩნია.

“ქვეყნის ფინანსურმა მაფიამ საახალწლოდ ლარის კვლავ გაუფასურებით ახალი დარტყმა მიაყენა მათგან ისედაც არაერთხელ გაწირულ მოსახლეობას. მთელი ამ საბანკო შეთქმულების სათავეში დგას ქვეყნის მთავარი ბანკირ-დიქტატორი ივანიშვილი თავის თანამზრახველ საბანკო კრიმინალიტეტთან ერთად. რაიმე ობიექტური მიზეზი ვალუტის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ გააჩნია, გარდა ამ დანაშაულებრივი სინდიკატის განზრახვისა, ხალხის ხარჯზე იშოვოს მუქთა მილიარდები.
მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტისაგან მოვითხოვთ საკანონმდებლო პაკეტის სასწრაფოდ მიღებას, რომელიც ლარის კურსის დასტაბილურებამდე საერთოდ შეაჩერებს პროცენტების გადახდას, ხოლო შემდგომ უზრუნველყოფს ანგარიშსწორებას იმ კურსით, რაც არსებობდა ვალის აღებისას. ამასთან, დაუყოვნებლივ დასაყადაღებელია და მევალეთა ფონდებშია გადასარიცხი ის 1 მილიარდ 980 მილიონი, რომელიც ბანკებმა ამ უმძიმეს პერიოდში უსამართლოდ გამოსძალეს მოსახლეობას.
ლეიბორისტული პარტია იმ კვირიდან იწყებს მამხილებელ აქციებს ყაჩაღი ბანკირების წინააღმდეგ.
იცოდეს ყველამ! ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ეს დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი!

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის ეპიდემიისგან ძალიან შორს ვართ
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები