71-ე ბაღში საზეიმო ღონისძიების დროს პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ერთი ბავშვი დაშავდა

თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში საზეიმო ღონისძიების დროს პიროტექნიკა აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთმა ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აღნიშნული ფაქტი 71-ე საბავშვო ბაღში 26 დეკემბერს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი ერთ-ერთ ბიზნესმენს ცემით ემუქრება
შემდეგი სტატიამიხაელ შუმახერის ბოლო ინტერვიუ ხუთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა