ცესკო დამკვირვებლებს მოუწოდებს, საარჩევნო კომისიის მუშაობაში არ ჩაერიონ

ცესკო დამკვირვებლებს მოუწოდებს, საარჩევნო კომისიის მუშაობაში არ ჩაერიონ. შესაბამისი განცხადება ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 1-ელ, მე-4, 53-ე და მე-8 საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების მხრიდან კომისიის წევრებზე ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა.
“ცალკეული უბნებიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ დამკვირვებლების მხრიდან არის მცდელობა ზეგავლენა მოახდინონ კომისიის მუშაობაზე. უნდა მოვუწოდო დამკვირვებლებს, არ ჩაერიონ კომისიის მუშაობაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვას”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს აკვირდება 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი. ასევე 1 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 8 დამკვირვებელი, 11 მედიაორგანიზაციის 166 წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4971 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაკობი-გუდაურის გზა მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის გახსნილია