სააკაშვილი ადეიშვილს: “კარგი იქნება, დივერსიები ზუგდიდიში, თბილისში, მარნეულში!“

უკრაინული ვებ-გვერდი wikileaks.center საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრამას ავრცელებს.

უკრაინული ვიკილიქსის ინფორმაციით, ჩანაწერში ჩანს, რომ ოდესისის ოლქის გუბრატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციას და დივერსიებს გეგმავს. აღნიშნული საუბრის ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:

მ. მოდი ზურა! ზრასტი, ძამო, როგორ ხარ?!

ა. მიშა, ძირითადათ მოგიყვები, რაც მითხარი საქართველოს თემებზე!

მ. იქ იცოდე, სიტუაცია უნდა დავძაბოთ. კარგი იქნება, დივერსიები ზუგდიდიში, თბილისში, მარნეულში! ბათუმი კიდევ, ნავთობსადენიც კარგი იქნება!

ა. მიშა, მე არ ვუჭერ მაგას მხარს. ხო ნახე შენი დაგეგმილი, რომ გაეკეთებინათ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მსხვერპლი მოყვებოდა და შედეგიც არ დადგებოდა.

მ. შენ ბიჭო, ძაან ჭკვიანი ნუ გეგეონება თავი. მე რომ არ ჩავრეულიყავი, დავკარგავდით „რუსთავს“ და წაიღებდა პინგვინა.

ა. იცი რა, ეგ საკითხი საერთაშორისო ზეწოლამ გადაწყვიტა, როგორც გეუბნებოდი. მააკეინმა და ელჩმა გადაარჩინეს სიტუაცია. თორე ის, რაც სუს-ს ჩანაწერები ჰქონდა ბოკერია და სხვებზე, ჩვენ დროს ყველა ციხში იჯდებოდა უკვე. მე არ მინდა მაგ ოპერციაბში ჩარევა, კვლევებს მივცემ და დააველე იქ გიგა და კეზერას ხალხი მიხედავენ მაგას.

მ. რა წუწუნა ხარ შეჩემე, შენ არ გეხება ეგ საკითხი. მაგათ აქვთ დავალებული და მთავარია რუსებს გადავაბრალოთ ყველაფერი, რა.

ა. ეგ თემაც თუ ძალიან გინდათ ისე უნდა გაკეთდეს, თავისი მსხვერპლით და პიარით, რომ ესე ითქვას, მიშა არჩევნებს იგებს და პუტინს უნადა რომ ხელი შეუშალოს და საქართველოს აფეთქებსო! იქვე კადრები გავა დაღუპულების ოჯახები რომ იყვირებენ, მიშა მოგვხედა, გვიშველე, დაგვიცავი, უშველე საქართველოს! აი, ეს უნდა იყოს შედეგი!

მ. მერე მეც მაგას გეუბნები, რომ მაგ კუთხით დაეხმარე მეთქი, აბა შენ ხომ არ შეგაგდებინებ გარანატას ზუგდიდის ბაზრაში!

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელმა სანდრო გირგვლიანის ხსოვნას პატივი მიაგო