ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში, 70 წლის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 45 წლის კაცია დაკავებულია – გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, რაც მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და უთხრეს, რომ კაცი ხანდაზმული ქალის გაუპატაურებას ცდილობდა.
ადგილობრივების თქმით, კაცი პენსიონერის სახლში შეიპარა და მოხუცზე სექსუალური ძალადობა სცადა, თუმცა 70 წლის კაცმა სავარაუდო მოძალადის მოგერიება შეძლო და საშველად მეზობლებს დაუძახა. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციის მოსვლამდე სავარაუდო მოძალადის დაკავება მეზობლებმა შეძლეს.
დაკავებული ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. პესნიონერმა ჩვენება უკვე მისცა.
ირკვევა, რომ 70 წლის კაცი სოფელში მარტო ცხოვრობდა. 45 წლის კაცის დაკავებას ადასტურებენ შსს-ში. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.