70 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი, მწერალი, ხელოვნებათმცოდნე მურად ჭანტურია

არაჩვეულებრივი ადამიანი დააკლდა საქართველოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს- ქ.ჯვარს. ჟურნალისტი, მწერალი, ხელოვნებათმცოდნე მურად ჭანტურია.

მურად ჭანტურია 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ხდება; მეორად ფაკულტეტად ხელოვნებათმცოდნეობას ირჩევს. აქედან იწყება მისი დაინტერესება პროფესიული ჟურნალიზმით, რომელსაც საფუძველი კვლავ ჩვენი კუთხის შვილებმა გვანჯი მანიამ და ზაურ ფიფიამ ჩაუყარეს, როდესაც ის ფოტოგრაფიას აზიარეს. წარჩინებული მოსწავლე საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკ „არტეკშიც“ ხვდება. როდესაც მას ეკითხებიან, რა არის წარმატების საფუძელი ის მყისიერად პასუხობს, რომ ყველაფრის საფუძველი არის ცოდნა! მხოლოდ ცოდნას შეუძ₾ია ნებისმიერი პროფესია წარმატებული გახადოს (ინტერვიუ თ. მანია. გაზ.“ზუგდიდელები“)

მწერლობაში დებიუტი, ჟურნალ „ცისკარში“ მოთხრობით „კაცი და შაშვი“ შედგა; რასაც პუბლიკაცია ჟურნალ „ნობათში“ მოჰყვა. მისი მოთხრობები წარმატებით იბეჭდებოდა ქართულ სალიტერატურო გამოცემებში. მისი წერის მანერა იყო გამორჩეული და დამახასიათებელი, იყო თხრობის ნამდვილი ოსტატი.

მურად ჭანტურია,გახლდათ რამდენიმე კრებულის ავტორი, მწერალთა კავშირის წევრი, გაზეთ „ენგურის ჩირაღდნის“ რედაქტორი.

banner
წინა სტატიაშიქეთი დოლიძე: ამ გადასარევ ბიჭს პირადად ვიცნობ! რა გინდათ, რა! გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდან გამოუშვით!
შემდეგი სტატიადავით დოიაშვილი – მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გამოშვებას, არაუგვიანეს 20 იანვრისა – არ გათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას