ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 70 წლამდე ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.