70 წლამდე პენსიონერებს 20 ლარით გაეზრდებათ პენსია, 70 წელს ზემოთ 50-ით – გახარია

70 წლამდე პენსიონერებს 20 ლარით გაეზრდებათ პენსია, 70 წელს ზემოთ 50-ით – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

“2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა. ასევე, პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით.”

პრემიერმინისტრი ასევე საუბრობს მასწავლებლების, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ანაზღაურების გაზრდაზეც.

გახარიას თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის ამოცანა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოციალური პასუხისმგებლობის დაცვა და ბიუროკრატიული ხარჯების, როგორც მინიმუმ, უცვლელად დატოვება იქნება.

banner
წინა სტატიაშიბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე – გახარია
შემდეგი სტატიარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი იზრდება 70 მილიონი ლარით, გვექნება საშუალება, კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ