“70 წელს ზემოთ მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლში დარჩნენ.

ამასთან, გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

„აუცილებელია, გააქტიურდეს სლოგანი – დარჩი სახლში. სასურველია, 70 წელს ზემოთ ადამიანები, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა, იყვნენ სახლში. ველოდებით, გაზაფხულზე „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინას. კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად დეკემბერში გამოჩნდება გრიპი, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ, რადგან დეკემბერში არ გვქონდეს ზედდება ამ ორი ინფექციის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაში“სალონებში საკმაოდ კარგად არის დაცული პრევენციული ღონისძიებები”
შემდეგი სტატიარას მოიცავს 1.1-მილიარდიანი ეკონომიკის სტიმულირების და სოციალური დახმარების პაკეტი