21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

7 წლის შვილის, ფარუხ ახმედოვის მკვლელობაში ბრალდებულ 42 წლის ქალს, სვეტლანა ახმადოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – ის ციხის ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდება.

გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. მკვლელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახალაჯვარში გუშინ, 1 ივნისს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის დროს სახლში სხვა მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ადგილობრივმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარის შემდეგ ოჯახის წევრებმა ფაქტის დამალვა სცადეს.

გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, დედამ შვილის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: მოქმედება და ბრძოლაა საჭირო
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ უკრაინაზე გასული ღამით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა