7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებულ 23 წლის მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

პროკურატურამ 7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებულ 23 წლის მამაკაცს, რომელსაც გამოძიება გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბრალი დაუმძიმა.

გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანზე სექსულაურად, ბავშვის მასწავლებლის მეუღლემ იძალადა. შემთხვევა თბილისში, პედაგოგის სახლში მოხდა. ბრალდებულის ადვოკატის ინფომრაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და საქმეში მის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

ბრალდებულის ადვოკატის ინფომრაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და საქმეში მის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

“სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა კი არსებობს საქმეში, შეამოწმეს ბავშვი, გაუპატიურებულია თუ არა, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი დაზიანება, ყველაფერი სრულყოფილად არის და არანაირი ნიშნებიც კი არ არის საერთოდ გაუპატიურების. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დედის შურისძიების მიზანი, რომელიც ბავშვს იყენებს იარაღად. ბავშვის ჩვენების საფუძველზე აგებული ბრალი, რომელიც არის შთაგონებითი დედის მხრიდან,“ – აცხადებს ადვოკატი დიანა მარტიაშვილი.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური ხოშტარიას: ქალების კაპოტი.. შეგერგოთ, გოგოებო!
შემდეგი სტატიაშსს-ს პროექტი – „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ გრძელდება