7 თვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა უმცროსი შვილი, ალისა დღეს პირველად ნახა

7 თვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა უმცროსი შვილი, ალისა დღეს პირველად ნახა. სოფო ნიჟარაძე ბავშვთან ერთად დღეს, კლინიკა “ვივა მედში” იმყოფებოდა:

“მოვინახულეთ მიშა, ბოლოს ვნახეთ საქართველოში დაბრუნების წინ. მთელი ეს ხანი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ძალიან უნდოდა ნახვა. აჩვენა ყველაფერი რამდენი რამე ისწავლა, როგორ მღერის, როგორ ითვლის, ანბანს როგორ ამბობს [ბავშვი], ეფერა და ძალიან ბედნიერი იყო.

ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა, მაგრამ მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა და დიდი მადლობა ყველას, ვინც მოგვცა ამის შესაძლებლობა” თქვა სოფო ნიჟარაძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ხანძარი რუსეთში – ივანოვოში მეტალოპლასტმასის ფანჯრების ქარხანა იწვის
შემდეგი სტატიაპრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერის შესახებ ვაცნობე, რომელიც უკრაინის თავდაცვისთვის მიედინება – ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია: ჩვენ უკრაინის გვერდით – ჯონსონი