„7 თვის განმავლობაში ვერ მოახერხა პენიტენციურმა სამსახურმა და მისმა ჯანდაცვის ქვედანაყოფებმა ეფექტურად ემართათ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარია ჯიშკარიანმა განაცხადა.
ჯიშკარიანი ექსპერტთა ჯგუფში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას არ გამორიცხავს.
„ჩვენ ვსწავლობთ „ვივამედის“ სამედიცინო ბარათს, თუმცა კიდევ გვაკლია იქ გარკვეული გამოკვლევების პასუხები და შესწავლის შემდეგ გამოიყოფა ექსპერტთა ჯგუფი. შესაძლებელია, დაემატოს სხვა ექსპერტები საჭიროებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას.
7 თვის განმავლობაში ვერ მოახერხა პენიტენციურმა სამსახურმა და მისმა ჯანდაცვის ქვედანაყოფებმა ეფექტურად ემართათ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოეხდინათ ეფექტური ეტიოლოგიაზე მიმართული დიაგნოსტიკა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედებს არ ვამყარებთ იმაზე, რომ აწი იქნება ეფექტური დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.