7 საათიანი გამოკითხვა დასრულდა – ბაჩო ახალაიამ შსს დატოვა

“დიდხანს სვამდნენ კითხვებს, იმეორებდნენ, ამოწმებდნენ… ერთი ადგილიდან მეორეში, ათანხმებდნენ… არ სჭირდებოდათ ამდენი დრო, ტექნიკურად გამოიყენეს იმაში, რომ შეკითხვებს დააზუსტებდნენ, კითხულობდნენ, დააზუსტებდნენ, მერე კიდევ კითხულობდნენ…

ხმის ნიმუშს შეამოწმებდნენ და ამან წაიღო ეს დრო. შეიძლებოდა ბევრად უფრო ჩქარა დასრულებულიყო, მაგრამ ნუ ასე წავიდა…

[გამოკითხვის] ძირითადი არსი იყო ამ ფალსიფიცირებული ჩანაწერის, ჩემი ხმაც აგერ ისმის, იქაც იყო ეს ხმა და საერთოდ სხვადასხვა, სხვა სამყაროს ხმებია… მე არაფერი დასამალი არ მაქვს, ვის საიდან ვიცნობ, რა ურთიერთობები მაქვს, სად ვცხოვრობ და ა.შ…” – თქვა ბაჩო ახალაიამ შსს-ს დატოვების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიკრიმპოლში მისული ბაჩო ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ იქ თავისი სურვილით მივიდა
შემდეგი სტატიანადარეიშვილი: არ მჯერა სუს-ის მასკარადების, რაშიც იძულებულს მხდიან, მონაწილეობა მივიღო