7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ლია ორკოდაშვილის, ნინო ელიეშვილისა და მაია ქოქიაშვილის შემადგენლობით, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.

მოსამართლე ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო აღკვეთის ზომად, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვეღარ ხედავს.

ამავე საქმეზე ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთი – პატიმრობა კი უცვლელი დარჩა, რადგან მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი

banner
წინა სტატიაშირატომ არ მივიდა წალენჯიხის მერი შეხვედრაზე – გიორგი ხარჩილავას პასუხი მთავრობას
შემდეგი სტატიაყაველაშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის განცხადებაში მკაფიოდ იყო აღწერილი, რატომ ვერ დაესწრო სააკაშვილი პროცესს